„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, – ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს

„გამოდი, შემოგვიერთდი“, „მხოლოდ ევროპა“, „არა რუსეთს“, – ამ ლოზუნგებით ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ პროტესტს შეუერთდნენ, რადგან ხელისუფლებას ხალხის ძალა აჩვენონ. აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსული კანონი ყველამ ერთად გააპროტესტოს და ხელისუფლებას კანონი უკან გააწვევინოს.
მსვლელობის შემდეგ, სტუდენტებმა ს უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე, სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
„არ გავჩერდებით, გამოდით გარეთ. ყველამ ერთად უნდა გავაპროტესტოთ რუსული ხელისუფლება და მათი რუსული კანონები. აქციის ჩაშლას რომც შეეცადონ, ჩვენ კვლავ გავმართავთ. ჩვენი არჩევანია ევროპა, ევროპული განათლება და ჯანდაცვა. გამოდით სტუდენტები და შემოგვიერთდით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ