გამთენიისას ადმინისტრაციული წესით სამი სტუდენტი დააკავეს

ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს სამი სტუდენტი, აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე.

მეგობრების ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან მოთავსებული. მათთან ადვოკატები გუჯა ავსაჯანიშვილი და ბექა ხოხობაშვილი იმყოფებიან.

„პუბლიკას“ ნათია გაბრავა ეუბნება, რომ სტუდენტები ღამით თსუ-დან სეუ-ში უნდა წასულიყვნენ და დილის 4 საათისთვის იქ უნდა ყოფილიყვნენ. მისი თქმით, როცა ბიჭები არ გამოჩდნენ, მეგობრებმა ძებნა დაიწყეს. დაახლოებით, 6-ის წუთებზე მათი ტელეფონებიც გაითიშა, რის შემდეგაც ეჭვი გაჩნდა, რომ ისინი დააკავეს.

ნათია გაბრაძის თქმით, არ იციხ, სად და რატომ დააკავეს ახალგაზრდები. მათ -სთან მხოლოდ დაკავების მუხლების გარკვევა შეძლეს.

„პუბლიკა“ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან და ადვოკატებთან შეეცდება. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას