გაიხსნა ახალი გზა, რომელიც ბალტიის ქვეყნებს პოლონეთს აკავშირებს – „რეგიონის უმნიშვნელოვანესი დერეფანი“

ორშაბათს გაიხსნა „ვია ბალტიკა“ – გზა, რომელიც ბალტიის სამ ქვეყანას პოლონეთს აკავშირებს ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის პერიოდში.
გზა ბელარუსსა და ს კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლზე გადის, რომელსაც სუვალკის დერეფანი ეწოდება და რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს ს მიერ ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ამ ორი ქვეყნის საზღვარზე, გზის გახსნის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ ეს გზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანია და ხაზი გაუსვეს მის როლს რეგიონის თავდაცვაში. „ვია ბალტიკას“ გამოყენებით ნატოს ჯარებს პოტენციურად უფრო სწრაფად შეეძლებათ ბალტიის დასახმარებლად მოძრაობა.
„ამ გზას ორმაგი დანიშნულება აქვს – ის დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის თავდაცვით შესაძლებლობებს“, – განაცხადა ნავროცკიმ.
970 კილომეტრის სიგრძის „ვია ბალტიკა“ ვარშავიდან იწყება, ლიეტუვას და ლატვიას გაივლის და ესტონეთში, ტალინში მთავრდება. ის ევროპული E67 მარშრუტის ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით