გაირკვა, ვინ იქნებიან პუტინის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელები

ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბს მსახიობი ვლადიმერ მაშკოვი, მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი მარიანა ლისენკო და ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, პრორუსული პარლამენტის თავმჯდომარე არტიომ ჟოგა უხელმძღვანელებენ.

სამივე მათგანის თქმით, პუტინმა ისინი პირადად მიიწვია შტაბის თანათავმჯდომარეებად. შტაბმა უკვე დაიწყო მუშაობა მოსკოვში, საგამოფენო დარბაზ „გოსტინი დვორში“. მომავალში შტაბის ხელმძღვანელები გეგმავენ ” რეგიონებში გასვლას.”

2018 წელს რუსეთის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის შტაბს ხელმძღვანელობდნენ ნიჭიერი ბავშვების ცენტრ ‘'სირიუსის“ ხელმძღვანელი, ელენა შმელიოვა, კომპანია „კამაზის“ აღმასრულებელი დირექტორი სერგეი კოგოგინი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ალექსანდრ რუმიანცევი.
ასევე დღეს, 21 დეკემბერს, მოხდა პუტინის საარჩევნო კამპანიის ლოგო-“ პუტინი 2024″, რომელსაც არშიებზე რუსეთის დროშის ფერები დაჰყვება.
მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა გადაწყვიტა მეხუთე ვადით დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი. მმართველი „ედინაია როსიას“ მიერ იგი მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს იქნა კანდიდატად წარდგენილი.

კანდიდატის რეგისტრაციას რუსეთის სულ მცირე 40 რეგიონში 300 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!