გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება – ირაკლი

გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება –
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, არავითარი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს, – ეს არის ის, რაც შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ილია დარჩიაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის რაიმე თანამდებობებზე შესაძლო დანიშვნის შესახებ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. ბატონი ილია დარჩიაშვილი იყო წარმოდგენილი დელეგაციაში და ძალიან კარგად წარმოადგინა მან საქართველოს ინტერესები ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. კიდევ ერთხელ, მას მინდა მადლობა გადავუხარო. კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მთავრობაში არავითარი პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება. გეგმაში ასეთი რამ არ არის. ერთ, ორ თუ სამ წელიწადში თუ რაიმე ცვლილება მოხდება, ეს მარტო ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ასეთი საუბარი არსად ვრცელდება, თქვენ ავრცელებთ“, – განაცხადა პრემიერმა “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს