გაერო: M23-მა კონგოში ბავშვები დახვრიტა

სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა განაცხადა, რომ კონგოს ქალაქ ბუკავუში, რუანდის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება M23-მა სამი ბავშვი დახვრიტა, მას შემდეგ რაც მათ კონგოს არმიის მიერ მიტოვებული იარაღი და უნიფორმები მოირგეს. გაერო განგაშს ტეხს ამ ინციდენტის და სხვა დარღვევების გამო, რაც ამბოხებულების იქ მისვლის შემდეგ მოხდა,
ჟენევაში გამართულ პრეს ბრიფინგზე, გაეროს ადამიანის უფლებების ოფისის პრესმდივანმა რავინა შამდასანიმ განაცხადა: „ჩვენმა ოფისმა დაადასტურა M23-ის მიერ ბავშვების გასამართლების გარეშე ადგილზე დახვრეტის შემთხვევები, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბუკავუში შევიდნენ.“
მან ასევე გააჟღერა შეშფოთება ჟურნალისტების, ადამიანის უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრების უსაფრთხოების გამო, რომლებიც M23-ის მხრიდან სამაგიეროს გადახდისგან დაცვას ეძებენ.
ამბოხებულებს, რომლებსაც რუანდა მხარს უჭერს, ეთნიკური ტუტსები ხელმძღვანელობენ და ამბობენ, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.
სხვადასხვა დაჯგუფება ასევე იბრძვის რეგიონის უხვი მინერალური რესურსების კონტროლისთვის, როგორიცაა ტანტალი და კობალტი, რაც ელექტრო მანქანების ძირითადი კომპონენტება და ასევე გამოიყენება მობილურ ტელეფონებსა და სხვა ტექნოლოგიურ პროდუქტებში, მთელს მსოფლიოში. კონგო ასევე არის ჩინეთის სპილენძის მთავარი მიმწოდებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან