გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია

ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის სხვა ქვეყნებში გადასახლების შესახებ განცხადებები ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.
ს მაღალჩინოსნების განცხადებები, ღაზადან მშვიდობიანი მოსახლეობის მესამე ქვეყნებში გადაყვანის გეგმების შესახებ, ძალიან შემაშფოთებელია. ღაზაში მცხოვრებთა 85% უკვე იძულებით გადაადგილებულია. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება აქვთ“, – წერს ვოლკერ თურქი „ტვიტერზე“.
ვოლკერ თურქმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული პირების ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებში გადაყვანას ან მის გარეთ დეპორტაციას კრძალავს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა და ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა ღაზას პალესტინელ მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ