გაერო ისრაელს პალესტინელთა წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დებს ბრალს

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო კომისიამ, ჟენევაში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ისრაელს ბრალად დებს, რომ პალესტინელთა წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობას მიმართავდა.
კომისიის ანგარიშში წერია, რომ ღაზის სექტორში ომის დროს მიმართავდა “სექსუალური, რეპროდუქციულ და გენდერული საფუძვლის ძალადობას”.
ანგარიშის თანახმად, პალესტინელებს აიძულებდნენ საჯაროდ გაშიშვლებას: ეს ნაწილობრივ ხდებოდა სამხედრო და სამოქალაქო მეთაურების ბრძანებით ან თანხმობით.
კომისიის თავმჯდომარე ნავი პილაი ლაპარაკობს ჩაგვრის სისტემაზე, რათა კიდევ უფრო დასამარდეს პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლება.
ჟენევაში ისრაელის ელჩმა ბრალდება უარყო. მისი თქმით, კომისია მიკერძოებულია და ისრაელს განზრახ უყენებს უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე კონფლიქტის სხვა მონაწილეებს.
გაეროს ფაქტების დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ 2021 წლიდან მოქმედებს.
ამ ანგარიშში მოყვანილი ფაქტების გარშემო მისი წევრები ესაუბრნენ მსხვერპლსა და თვითმხილველებს. ისრაელის წარმომადგენლებს რეაგირება კომისიის შეკითხვაზე არ ჰქონიათ. კომისიის ანგარიში შეიცავს ასევე ფოტო და ვიდეო მასალის ანალიზს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…