გაგა ჩხეიძე: ერთმანეთს არ აგინებდნენ, არ ურტყამდნენ, არც მოღალატეებს ეძახდნენ, არც დაჭერით და გასამართლებით ემუქრებოდნენ, ისხდნენ და საუბრობდნენ

“ერთი სიამოვნება იყო ა-ერ-დეს (ARD), გერმანული საზმაუს ამ გადაცემის ყურება. ბარიერგადალახული 8 პარტიის ლიდერები, მათ შორის მოქმედი კანცლერი შოლცი და მომავალი კანცლერი მერცი, ერთად ისხდნენ და ორი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდნენ. ეს იყო პოლიტიკური კულტურის, მეტოქეთა ურთიერთობის, პოლემიკის და თოქ-შოუს წაყვანის უმაღლესი კლასი.
თქვენ წარმოიდგინეთ, ერთმანეთს არ აგინებდნენ, არ აფურთხებდნენ, არ ურტყამდნენ, არც მოღალატეებს ეძახდნენ, არც დაჭერით და გასამართლებით ემუქრებოდნენ, ისხდნენ და საუბრობდნენ. ერთმანეთს უსმენდნენ და ლაპარაკს აცდიდნენ.
ყველაფერზე ჰქონდათ ზუსტი პასუხები, ერთ საათში შეიქმნიდით ზოგად წარმოდგენას, რომელ პარტიას რა უნდა და რის გაკეთებას აპირებს ბუნდესტაგში, ქვეყანაში თუ საერთაშორისო ასპარეზზე.
ამისთვის გვინდა ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები. ამისთვის ვდგავართ და ვიყინებით თბილისის ქუჩებში.
ცეცხლი ოლიგარქიას, დიქტატურას, ტირანიას და ავტოკრატიას!
თუ შესაძლებლობა გექნებათ (იქნებ ინგლისური თარგმანითაც არსებობს სადმე), გირჩევთ, ნახოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნე, გაგა ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული