გააგზავნეთ თანხა ინტელიექსპრესის სისტემით უკრაინაში ნებისმიერი ქართული ბანკიდან

ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი მომხმარებლებს საქართველოდან ში თანხის გადაგზავნას ყველაზე სწრაფად და იაფად სთავაზობს. თანხის გადარიცხვა ინტელიექსპრესის სისტემით საქართველოს ნებისმიერი ბანკიდან არის შესაძლებელი. მიმღები თანხის განაღდებას უკრაინის ნებისმიერ ბანკში ფულადი გზავნილის სახით მომენტალურად შეძლებს.
თანხის გადასარიცხად საჭიროა ბანკებში მოითხოვოთ ინტელიექსპრესის სისტემა.
გზავნილების შესრულება ასევე შესაძლებელია კომპანიის ფილიალებიდან (მისამართები იხ.), სადაც გადარიცხვის ტარიფები უპრეცენდენტოდ დაბალია და მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს. ინტელიექსპრესის ფილიალიდან შესრულებული გადარიცხვის მიღება შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე ან ნებისმიერ საბანკო ბარათზე ჩარიცხვის გზითაც.
ინტელიექსპრესი უკრაინაში ათწლეულზე მეტია ოპერირებს. სრულად ფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას და უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ “მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის” სტატუსი აქვს მინიჭებული. ინტელიექსპრესს საკუთარ სისტემაში ჩართული ჰყავს უკრაინის 25 უმსხვილესი ბანკი.
საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე, აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, ს და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. ინტელექსპრესი წარმოდგენილია საკუთარი ფილიალებეთ დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ინტელიექსპრესის სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქაცარავა: მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს