ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი – გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს

ერთ დღეს გერმანია, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ს წინააღმდეგ თავდაცვითი ომი აწარმოოს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბრეიერმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ს ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს ნატო-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას ში ომის დასრულების შემდეგ, ბრეიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს.
“დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს”, – განაცხადა ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა.
ამასთან, ბრეიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ

თეონა აქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“ ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით