ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ბსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკის ოფიცერი გვანცა ლოლაძე ბსუ-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში ასევე დაიწყო ორდღიანი ლექციების ციკლი. სტუდენტებს უსაფრთხოების ექსპერტი ნათია გვენეტაძე ლექციებს წაუკითხავს ნატო-ს სტრატეგიული მიზნების, ალიანსის ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.
პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ნატოს და ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
საჯარო ლექციების თემატიკა: ნატო-ს სტრატეგიული მიზნები გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში; ნატო-ს შექმნის მიზეზები; ალიანსის ტრანსფორმაცია; ნატო-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესი; ნატო-ს გაფართოება; ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები; ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მექანიზმები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა