ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – ეს ომი უკრაინამ უნდა მოიგოს, თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ

ში ს აგრესიული ომი მესამე წელია მიმდინარეობს და ის დიდ გავლენას ახდენს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. ორივე აბსოლუტურად ცხადად ვაცხადებთ: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. თუ უკრაინა წააგებს, ჩვენ ყველა წავაგებთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელსაც The Telegraph-ი აქვეყნებს.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, დასავლეთს უკრაინისთვის მხარდაჭერის არ აღმოჩენის შემთხვევაში გაცილებით დიდი ხარჯის გაღება მოუწევს, ვიდრე ს მოგერიებისთვის.
„გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ამაყობენ იმ მხარდაჭერით, რომელიც გავუწიეთ უკრაინას, დაწყებული უპრეცედენტო სანქციებით, პირველი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების, Scalp-ისა და Storm Shadow-ის კოორდინირებული მიწოდებით. კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რუსეთის დასამარცხებლად. მსოფლიო გვიყურებს – და განგვსჯის, თუ ვერ შევძლებთ“, – აცხადებენ დევიდ კამერონი და სტეფან სეჟურნე.