ბრაზილიის სასამართლომ გაამართლა ბრალდებულები საფეხბურთო აკადემიაში გაჩენილი ხანძრის საქმეში, რომელმაც 10 ადამიანი იმსხვერპლა

რიო-დე-ჟანეიროს შტატის სასამართლომ გაამართლა ბოლო დარჩენილი ბრალდებულები 2019 წელს ბრაზილიის პოპულარული პროფესიონალური საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ აკადემიის საძინებელში გაჩენილი ხანძრის საქმეში. ხანძრის შედეგად 10 მოზარდი მოთამაშე დაიღუპა.
მათ ბრალი დაუდევრობით ხანძრის გამოწვევაში ედებოდათ. მაისში პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენი მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალდებულებმა უშუალოდ შეიტანეს წვლილი ხანძრის გაჩენაში.
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს ვინმეს მხოლოდ მის მიერ დაკავებული თანამდებობის საფუძველზე, გადამწყვეტი ქმედების ან უმოქმედობის კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, რამაც შედეგი გამოიღო“, – ნათქვამია რიო-დე-ჟანეიროს შტატის სასამართლოს ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განჩინებაში.
თავდაპირველად, 2021 წელს, ბრალი წაუყენეს თერთმეტ ადამიანს. ოთხი მალევე გაამართლეს და სასამართლო მხოლოდ შვიდის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავდა.
ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში გაჩენილმა ხანძარმა თავის დროზე დიდი აღშფოთება გამოიწვია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?