ბრაზილიის პრეზიდენტი – იმედი, არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს, იგი მსოფლიოს დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიაა”

იმედი მაქვს, რომ -ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ადგილობრივ ტელეარხს, RedeTV-ის განუცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკელი ამომრჩეველი არ ვარ, ვფიქრობ, ნათელია, რომ მსოფლიოსა და აშშ-ში დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიას ჯო ბაიდენი წარმოადგენს”, – განაცხადა ლულამ.
“მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყების დღიდან, ბაიდენი მუშების უფლებებს იცავს. იმედი მაქვს არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში, ბაიდენმა და ლულამ მუშების უფლებების გასაუმჯობესებლად ახალი ინიციატივა წამოიწყეს და ისეთ საკითხებზე შეთანხმდნენ, როგორიც მწვანე ენერგიაზე გადასვლაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი