ბრაზილიაში სოციალური ქსელი X აიკრძალა

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ის შეჩერების განკარგულება გასცა.
მანამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრი დი მორაისმა მილიარდერ ილონ მასკს 24 საათი მისცა ქვეყანაში X-ის ახალი კანონიერი წარმომადგენლის დასანიშნად.
სოციალურმა ქსელმა პარასკევს განაცხადა, რომ უარს ამბობს ბრაზილიის სასამართლოს არაკანონიერი ბრძანებების შესრულებაზე.
მოსამართლემ ტელეკომუნიკაციის ეროვნულ სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა.
18 აგვისტოს, X-მა ბრაზილიაში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ალეშანდრი დი მორაისის მიერ დაწესებული ცენზურის გამო მიიღეს. კერძოდ, მორაისი დაპატიმრებით დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს, თუ კომპანია პლატფორმიდან გარკვეულ კონტენტს არ წაშლიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის ინტრიგების, ჩურჩულის, ჩაწვეთების, დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლია – კარგი იქნება, გააგრძელოს პოლიტიკური ბრძოლა

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ