ბორის ჯონსონი: დროა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცეს და ეს ომი დასრულდეს

ვულოცავ ს ბრწყინვალე დარტყმას ს საჰაერო ძალებზე. უკრაინელები დაუმორჩილებლები და ტექნოლოგიურად ბრწყინვალეები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იერიში სამხედრო ობიექტებზე მიიტანონ, მაშინ, როცა პუტინი განურჩევლად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.

დროა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთზე მეორადი სანქციების დაწესებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. დროა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცეს და ეს ომი დასრულდეს.

წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე.

1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ს ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “აბლაბუდას” შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება