ბორელი იმ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი როდესაც რუსულ კანონს აკრიტიკებს, პოლიტიკურ დებატებშია ჩართული.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტებმა ს ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ასევე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაგზავნონ.
როგორც კობახიძე ამბობს, ბორელი რუსული კანონის კრიტიკისას საქართველოს შიდა საქმეებში ერევა.
„ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია. უფრო მეტიც, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართველი საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობასთან დაკავშირებით.
არამარტო დიპლომატი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის, ჯოზეფ ბორელი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი იღებს, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. დღეს ჯოზეფ ბორელი იმ პოლიტიკურ დებატებშია ჩართული, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს.
არის კანონი განსახილველი და დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს, რა თქმა უნდა, ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში]“, — განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს