ბორელის თქმით, ევროკავშირმა “მეტი და უფრო სწრაფად” უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ბლოკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის უკრაინისთვის დახმარების შემცირების დრო.
“პირიქით, ჩვენ მეტი და უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ… ფინანსურ რესურსებთან, სამხედრო აღჭურვილობასთან, სამხედრო წვრთნასთან და უკრაინის თავდაცვის ყველა საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დაგეგმილ დახმარებაზე” – თქვა ბორელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბორელმა გამოაცხადა, რომ თებერვლის მეორე კვირაში ში ჩავა – თუმცა არ დაუკონკრეტებია ვიზიტის თარიღი, ან ვისთან გამართავს შეხვედრას.
მიმდინარე წელს ეს იყო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა, განხილულ თემებს შორის იყო უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომები.
შეხვედრის დაწყებამდე ბორელმა თქვა, რომ ს ძალებისგან უკრაინის თავდაცვა ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს