ბოლო 2 დღეში რუსთაველის აქციის 14 მონაწილე დააკავეს – – Netgazeti • აქცია • ვაჟა სირაძე • მაისის საპროტესტო აქცია • შინაგან საქმეთა სამინისტრო • შსს • Netgazeti.ge

ბოლო 2 დღეში, პროტესტის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი რეპრესიული კანონებით, 14 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძემ დღეს, 21 ოქტომბერს, ბრიფინგზე განაცხადა.
-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის საბაბით დაკავებული 14 პირის ინიციალებია: ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.კ., კ.მ., ბ.კ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს.
ამასთან, ვაჟა სირაძის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.
„აქედან გამომდინარე თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი“, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ