ბოკერია რუსულ კანონზე: პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი, არჩევნებზე სრული მობილიზაცია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, , ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა.
ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი და რეჟიმის შესაცვლელად, არჩევნებზე საზოგადოების მობილიზება უნდა იყოს.
“სამწუხაროდ, ევროპული საქართველოს პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა გააგრძელა, გააღრმავა ანტიდასავლური პოლიტიკა, ძალის დემონსტრირება. ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ამ რეჟიმის პირობებში, შეუძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროპულ, დასავლურ მომავალს და ამაზე პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი და არჩევნებზე საზოგადოების სრული მობილიზაცია, ამ რეჟიმის შესაცვლელად”- ამბობს ბოკერია.