“ბოიკოტს საქართველოს მმართველი ელიტის მიმართ” – კოლსი რეზოლუციაზე

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპარლამენტარებმა 400 ხმით უარი განაცხადეს “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე. მისი თქმით, “საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარულ უკუსვლაში”.
“ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ: 400 ხმით, ევროპარლამენტარები უარს ამბობენ მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე, გაყალბებული არჩევნების შემდეგ. რეზოლუცია მოუწოდებს: ბოიკოტს საქართველოს მმართველი ელიტის მიმართ; სანქციების დაწესებას არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის; სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას; სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას. საქართველოს მომავალი დემოკრატიაშია და არა ავტორიტარულ უკუსვლაში,” – წერს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს