“ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში” – კამათი და დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტზე

ხმაური და დაპირისპირება თავდაცვის კომიტეტზე – კამათი ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლული თამაზ გინტურის შესახებ მომზადებულ რეზოლუციების საკითხს მოჰყვა.
ირაკლი ბერაიას ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვდნენ ჩაესვა განსახილველ საკითხთა შორის თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია და დოკუმენტი, რომელიც გმობს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის გახსნას. თუმცა, ამ დოკუმენტებს “ქართული ოცნების” თანხმობა არ აქვს.
არ მიჭირს ჩემი აზრის გამოთქმა და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაგიჭირდებათ აზრების გამოტანა. თან მეუბნებით ყურადღებით გისმენთო და თან საუბრობთ,“ – მიმართა რატი იონათამიშვილმა თინა ბოკუჩავას.
საკუთარი თავი გააკონტროლეთ, მოიქეცით მშვიდად, თქვენ როდესაც საუბრობდით, ყველა გისმენდათ და თქვენ კეთილი ინებეთ და კოლეგებს მოუსმინეთ. გამოურთეთ მიკროფონი,“ – თქვა ბერაიამ.
რეზოლუციების გარდა დეპუტატებმა კიდევ ერთ საკითხზე იჩხუბეს. ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ ტოვებს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დეპუტატი ბერაია, რომელმაც თეონა აქუბარდიაც შეურაცხყოფა მიაყენა.
ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ახლა ჩემს სიტყვებზე თანხმობა კი არ იქნებოდა, ბატონო ირაკლი, არამედ ამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მოისმინა ის უკიდურესად უხამსი, ამორალური და უღირსი განცხადებები თქვენი მხრიდან სხდომათა დარბაზში,“ – თქვა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება იმ არასასიამოვნო ინციდენტს, რასაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მე ამაზე მეტ საუბარს არ ვაპირებ, ეს იყო ძალიან სამწუხარო და ვთქვი, რომ ძალიან ვწუხვარ და შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო,“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი საკითხი, მე მყავს ოჯახი და ძალიან მძიმე ამბავი იყო და არც ახლა არ არის ჩემთვის ადვილი აქ ჯდომა. შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ ბოდიშზე – ბოდიში პირადად არის ნამდვილი ბოდიში, ბოდიში ღიმილით არ არის ბოდიში, ეს მინდოდა მეთქვა,“ – ამბობს აქუბარდია. tvpirveli