ბლინკენი აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებში დიპლომატიის მნიშვნელობაზე საუბრობს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ ჩინეთი და დგანან სტაბილურობასა და „დაღმავალ სპირალს“ შორის არჩევანის წინაშე. ამის შესახებ ვან იმ ამერიკელ კოლეგას ენტონი ბლინკენს განუცხადა, პარასკვებს პეკინში, სადაც ენტონი ბლინკემი ჩინეთის უმაღლეს წარმომადგენლებს ხვდება.
„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას საკითხებში, რომლებზეც როგორც ჩვენი პრეზიდენტების შეთანხმდნენ, მოგვიწევს თანამშრომლობა, ამასთან უნდა გავარკვიოთ ჩვენი უთანხმოება, ჩვენი განზრახვები და მკაფიოდ განვსაზღვროთ ერთმანეთისთვის, ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ბლინკენმა, რომელიც 2023 წელს პეკინში სი ძინპინსა და ჯო ბაიდენს შორის გამართულ შეხვედრას გულისხმობდა.
აშშ-მა კონტროლი დააწესა, ჩინულ მაღალტექნოლოგიურ საქონელზე, რომელსაც შესაძლოა სამხედრო დანიშნულება ჰქონდეს, ასევე ზღუდავს ამერიკულ ინვესტიციებს ჩინულ ზოგ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი, რასაც პეკინი აფასებს პოლიტიკად, რომელიც მიმართულია ჩინეთის განვითარების შესაფერხებლად.
სახელმწიფო მდივნის რანგში ბლინკენი მეორედ სტუმრობს ჩინეთს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს