“ბიჭს, რომელსაც როგორც საკუთარ შვილს ისე ვზრდიდით, დღეს ყველაზე მძიმე ბრძოლა უწევს” – კლუბი “მუხბე”

ნიკოსთვის…
დღეს საკალათბურთო სკოლა „მუხბე“ მთელ საკალათბურთო სამყაროს და არა მხოლოდ მას დახმარებისთვის მოგმართავთ. ჩვენს მოსწავლეს, ჩვენი ოჯახის წევრს ნიკოლოზ ქურასბედიანს, რომელსაც წლების განმავლობაში როგორც საკუთარ შვილს ისე ვზრდიდით, დღეს ყველაზე მძიმე ბრძოლა უწევს. ნიკოლოზს დაუდგინდა იუნგის სარკომა იშვიათი და ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის დასამარცხებლად საჭიროა ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული მკურნალობა. ეს არის ბავშვი სუფთა გულით, დიდი ოცნებებით და ნათელი მომავლის იმედით. ბავშვი, რომელმაც არ უნდა იცოდეს, რა არის ტკივილი და შიში… დღეს კი ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება ისე, როგორც არასდროს. დღეს ნიკოლოზის ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის გულზე გადის. ერთი ჩარიცხვა, ერთი გაზიარება, ერთი გულით გაწვდილი ხელი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის. გთხოვთ, ნუ დავრჩებით გულგრილები. დავუდგეთ გვერდში ჩვენს ნიკოლოზს და მის ოჯახს ამ ურთულეს ბრძოლაში. ანგარიშები დახმარებისთვის: საქართველოს ბანკის ანგარიში: #GE51BG0000000604646870 ბანკის ანგარიში: #GE11TB7032945061100010
მიმღები: მარიკა რატიანი

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა