ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე “შეთანხმება”, იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე “შეთანხმება” იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია – ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს მოსკოვის ეს ნაბიჯი.
“უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ეგრეთწოდებულ შეთანხმებას, ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი”, – ვკითხულობთ დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში