ბიძინა ივანიშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

ბიძინა ივანიშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.
სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე