ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„ქართული სამყარო ზეიმობს ჩვენი ბიჭების მორიგ ისტორიულ შედეგს, ხოლო ანტიქართული მარგინალები მათთვის ტრაგიკული, ჩვეული დევიაციით, სელექციურად ვითომ ამუნათებენ ფეხბურთელებს და მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. ავაზაკი და ზნედაცემული სააკაშვილისგან განსხვავებით, დანაპირებს ყოველთვის პირნათლად ასრულებდა და ასრულებს და იმაზე მეტს აკეთებს საქართველოსთვის, როცა არავინ ელის და არავინ ავალდებულებს. ძალიან საცოდავნი არიან ის ლუზერი ნაცპროპაგანდისტები, რომლებიც დაბოღმილნი ჯღაბნიან, რომ ივანიშვილს “რაღაცის გადახდა მოუწევს”, საფეხბურთო ჯგუფიდან 26 ივნისს უნგრეთის ნაკრების გავარდნის მსგავსად, 26 ოქტომბერს “ქართული ოცნება” “გავარდება” და ა.შ. შეუცვლელი მოცემულობაა, რომ ამგვარ ნაცმანქურთებს არასდროს, არაფერი ეშველებათ. მყრალი სექტა ასეთად დარჩება, სადაც ბოლოს ერთმანეთს დაჭამენ ბოროტებისგან გადამწვარი, დაჩიავებული ფსევდო-ადამიანები. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ულოცავს რა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას, აცხადებს, რომ დანაპირები ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა ეროვნულ გუნდს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. წარმატებები და მხნეობა ჩვენ ეროვნულ ნაკრებს! მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ – წერს გია აბაშიძე.
Previous: შესანიშნავი სტიმულია ჩვენი საამაყო გუნდისთვის, მიბაძეთ სხვებმაც, თუ გაქვთ თავი, მაგრამ ვინ მოგცათ – ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში