“ბიძინა გაფორმდა უზურპატორად, ერთ დღეში ჩამოიშლებიან ეს მხდალები და არაკაცები” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
ვხედავთ, რომ ხელისუფლება საბოტაჟის რეჟიმშია, გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან, როდესად ხელისუფლება ტოვებს კონსტიტუციურ ფარგლებს, ეს ნიშნავს, რომ ის აწყობს რბილ სახელისუფლებო გადატრიალებას და ამ დროს ხალხი უფლებამოსილია, რომ ის აიძულოს დაბრუნდეს კონსტიტუციური წესრიგის ჩარჩოებში. მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლება უზურპატორია, მათ ლეგიტიმატია დაკარგეს. შენ როცა წერ კონსტიტუციაში, რომ ევროკავშირში გინდა ცხოვრება, ის გეუბნება, ჩვენ სახლში თუ გინდა ცხოვრება, ეს წესებია და შენ ეუბნები, რომ ფეხებზე მკიდია შენი წესები, ეს ნიშნავს რომ არღვევ იმ მოთხოვნას, რაც დაგიწესა ხალხმა. ეს ხელისუფლება თავისით ხომ არ მოსულა, ხალხმა მისცა მანდატი, კონსტიტუციის ფრაგლებში, დაარღვიეს კონსტიტუცია? – შესაბამისად, ეს უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალებად. ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას? – დამთავრებულია ამბავი, კანონის შინაარსშიც კი არ არის ჩასვლა საჭირო, ბიძინა გაფორმდა უზურპატორად, ძალაუფლების უზურპატორად. ერთ დღეში ჩამოიშლებიან, რომ გგონიათ ძალიან გამბედავები არიან, მდინარაძე არ იყო რომ მოცოცხა ტრიბუნიდან? მხდალები არიან, კაცობაზე აქეთ ურჩევდნენ საქმეს ელისაშვილს, 50 კაცი რომ შეესია., კაცობაზე ლაპარაკობდნენ ეს მხდალები და არაკაცები მართლა რა. ქუჩის პროტესტი, ახალგაზრდების აქტიურობა პირდაპირ შოკისმომგვრელია ბიძინასთვის და შარშან ახალგაზრდებმა დაახევინა უკან. წინააღმდეგობა უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური. ხელისუფლებამ თვითონ დააყენა თავი კანონგარეშე, პრემიერმა სახელმწიფო მეთაურს აგენტი ეძახა, თითონ აგენტმა, თან მტრუილი ქვეყნის აგენტი, რა ხდება ხომ წარმოგიდგენიათ? თანმიმდევრული ბროლა მიგვიყანს შედეგამდე, ჩვენ უნდა დავრჩეთ კონსტიტუციის ფარგლებში და დავაბრუნოთ ხელისუფლება კონსტიტუციის ვექტორზე და მივიდეთ არჩევნებამდე. თუ ეს არ მოხდება, არ იქნება კონსტიტუციური სამართალი? არ იქნება მშვიდობა. ეს უნდა იყოს საზოგადოების გზავნილი.

ასევე დაგაინტერესებთ