ბექა ლილუაშვილი – პაპუაშვილმა ცუდი პოლიციელის როლი შეითავსა

როგორც ჩანს, პაპუაშვილმა დროებით, ცუდი პოლიციელის როლი შეითავსა, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
ბექა ლილუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „გულთან ახლოს მიიტანეს“ და სწორედ ამას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის კრიტიკული განცხადებები.
„ხანდახან ცუდი პოლიციელისა და კარგი პოლიციელის თამაში ხელისუფლების წევრებს ძალიან უხეშად გამოსდით ხოლმე. როგორც წესი ძალიან მარტივად იშიფრებიან. ცოტა ხნის წინ სტუმრობდა ბრიუსელს და იქ ისეთი ფრთიანი ფრაზები გაუშვა.
მათი შეცვლილი რიტორიკა ევროკავშირის მიმართულებით და ყველაფრისთვის მზაობის წარმოჩინება, ცხადია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ მათ გაყალბებულ არჩევნებზე „ოცნებამ“ და ივანიშვილმა ევროკავშირისგან ლეგიტიმაცია მიიღონ. ეს არის ერთადერთი ამოცანა პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, როგორც ჩანს, ბოლო რეზოლუცია ძალიან გულთან ახლოს მიიტანა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის განმარტებით, შალვა პაპუაშვილი თავისი განცხადებებით ცდილობს დააბალანსოს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების პოზიტიური განცხადებები ევროკავშირის მიმართ.
„ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ეუბნება „ქართულ ოცნებას“ და მესამეს აკეთებინებს. სამწუხაროდ, ასეთ მოცემულობა შეიქმნა. ასეთივე მოცემულობა აქვს საგარეო და შიდა პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით დღეს „ქართულ ოცნებას“.
პაპუაშვილი შიდა პოლიტიკურ სივრცეზე მიმართული ადამიანია თავისი ფუნქციით. „ქართული ოცნების“ ფერიცვალება, რომელიც მათ შორის პარტიის ამომრჩევლისთვისაც ძალიან გაუგებარია, როგორმე უნდა დააბალანსონ. ამას ემსახურება პაპუაშვილის განცხადებებიც”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს შესახებ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ბექა ლილუაშვილის თქმით, მის მიმართ ევროპაში მხოლოდ ჰუმანიტარული ინტერესია და „სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, ინტერესი ფაქტობრივად არ არის“.
„გუშინ ჩამოვფრინდით, საკმაოდ ხანგრძლივი ვიზიტები გვქონდა ევროპის დედაქალაქებში. მათ შორის ბრიუსელში. შეხვედრები გვქონდა ევროკომისიის პრეზიდენტიდან დაწყებული, ასევე ევროპარლამენტში და სხვა ინსტიტუციებში და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის მიმართ ინტერესი არ არსებობს. ათეულობით შეხვედრა გვქონდა და ერთხელაც არ წამოწეულა მისი, როგორც პოლიტიკოსის საკითხი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანური და ჰუმანიტარული ინტერესია, იმის გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბევრი სპეკულაცია იყო. ამის მიღმა არანაირი კონსპირაციული თეორია არ არის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი