მწერალი და რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი თითოეულ ქართველს სთხოვს უთხრან, რომ ცდება:“ვერ ვხვდები როგორ მოხდა, რომ ერთი შეხედვით მებრძოლი და ინტელექტუალური, შემოქმედებითი ერი, 14 წლის განმავლობაში იქცა შეშინებულ, დაბალი მოთხოვნილებების, დაბალი ხარისხით კმაყოფილ, ღარიბობაზე თანახმა, უნებისყოფო, რაღაც სულელურ კაცების გათხოვებაზე და მასონებით გაბრიყვებულ, ტყუილების, უტიფრობის მყლაპავ და სიცოცხლის უარმყოფელ, მორჩილ ხალხად… ვერ ვხვდები… რაღაც ფორმულა იპოვეს რუსებმა 1801-ის მერე და პერიოდულად ვფხიზლდებით და მერე ისევ ამ მარაზმში ვეშვებით, – შედეგად ფაქტია, რომ:
1918 წელს ვიყავით 107 ათასი კვადრატული კილომეტრი,
1921 წლიდან 69,
1992-2008 წლიდან 50 ათასი კვადრატული კილომეტრი,
ვილევით!!!
და ამ დროს, ვინც თავგანწივით იბრძვის, იმას ციხეებში ვსვამთ და ვძალადობთ.
ვინც ქვეყანას ძარცვავს, ხელისუფლება დაირქვა და შევეგუეთ, გროშებად მივყიდეთ ჩვენი შვილების ჯანსაღი მომავალი.
ნამდვილი მტრისთვის ბოდიშს გვახდევინებენ!!!
ნამდვილ მნიშვნელოვან პარტნიორებს სამყაროში გვაშორებენ, გვალანძღინებენ!!!
გავქრებიიით!!!!!
ძაალიან მინდა რომ ვცდებოდეე, ძალიან… !!!!
და მითხარით, რომ ვცდები!!!!”
