ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები, დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
ამასთან, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო