ბენი განცი – ვეცდებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზად ვართ ომის გაგრძელებისთვის

ისრაელი ეცდება მაქსიმალურად ისარგებლოს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებით, მაგრამ მზად არის ომის გაგრძელებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ჩარჩოში დროის ფანჯრით ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ვიმუშავებთ, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ. ამავდროულად, მომზადებულები ვართ და მზად ვართ ბრძოლას დავუბრუნდეთ, ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ამ მომენტშიც”, – განაცხადა განცმა.
მისი თქმით, 1948 წლის დამოუკიდებლობის ომიდან ისრაელი მის „ყველაზე მნიშვნელოვან ომში“ იბრძვის.
ცნობისთვის, დღეს „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომ მზად არის ისრაელთან ზავის გასახანგრძლივებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”