ბენიამინ ნეთანიაჰუ – “ჰამასი“ განიარაღებაზე თუ უარს იტყვის ჯოჯოხეთი დატრიალდება

„ჰამასი“ განიარაღებაზე თუ უარს იტყვის, ჯოჯოხეთი დატრიალდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ მშვიდობას შანსი მივცეთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეაქო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა.
„ჩვენ შევთანხმდით, მოდით, პირველი ნაწილი დავასრულოთ და ახლა მივცეთ შანსი, რომ მეორე ნაწილი შევასრულოთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და იმედი გამოთქვა, რომ „ჰამასი“ მშვიდობიანად ჩააბარებს იარაღს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა დასჭირდება მას ომის დასრულებულად გამოცხადებისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
„მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ თავისუფალი სამყაროსთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის თქვენ უნდა შეინარჩუნოთ თავდაცვის უნარი, რადგან თავისუფლება არ არის მუდმივი და არც ავტომატური. თუ თქვენ ვერ დაიცავთ თავისუფალ საზოგადოებებს, მათ ავტორიტარული ან ტოტალიტარული რეჟიმები დაიპყრობენ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა,რომ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობა ადვილი არ იყო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,რომ ის ძალიან მკაცრია იმ საკითხებში, რომლებიც ქვეყნის მომავალს ეხება.
„იმედი მაქვს, რომ ის ამას იტყვის, რადგან მე ძალიან მკაცრი ვარ იმ საკითხებში, რომლებიც ჩემი ქვეყნის მომავალს ეხება. როდესაც მჯერა, რომ ის, რის გაკეთებაც მთხოვენ, კარგია, ვამბობ რომ კარგია და როდესაც ვფიქრობ, რომ უნდა ვთქვა „არა“, ვამბობ ამას. და ეს ჩემი საქმეა. ჩემი საქმეა, დავიცვა ებრაული სახელმწიფო და უზრუნველვყო ებრაელი ხალხის მომავალი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)