– ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ

ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გოლანის საწვრთნელ ბაზაზე ვიზიტისას განაცხადა, სადაც გუშინ ღამით, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ჩვენ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი სრული განადგურება სურს, მტკიცე კამპანიას ვაწარმოებთ. ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ჰეზბოლას“ იერიშის შედეგად დაშავებული სამხედროები მოინახულა.
„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ულმობელ დარტყმებს ლიბანის ყველა ნაწილში გავაგრძელებთ, მათ შორის ბეირუთში“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას