“ბევრჯერ დავწერე, ნუ ყრით მილიონებს ბანერებზე, ნუ გავიწყდებათ მეორე მხარეს შულერი რომ გიზით კრემლის სახით” – მეგი გოცირიძე

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
არჩევნებამდე ბევრჯერ დავწერე, ნუ ყრით მილიონებს ბანერებზე, აზრი არ აქვს, ყველამ იცის ვინ რა ნომერიამეთქი, საინფორმაციო ომს ვიგებთ, ნუ გავიწყდებათ მეორე მხარეს შულერი რომ გიზით კრემლის სახით, ეგ მილიონები დახარჯეთ იმაში, რომ თუნდაც ორი ბობოლა და რამდენიმე მომყოლი გადმოიბიროთ დასავლეთის ხელშეწყობითა და გარანტიითმეთქი , მაგრამ ვინ დაგიჯერა? აქაც ვწერდი და ახლობლებსაც ვეუბნებოდი, რომ არაფერს ნიშნავს 20-25%_ი, რომ აქვს რეალურად მხარდაჭერა, აგერ ნახავთ რა ტრიუკსაც ჩაატარებს შულერი და , რამდენი 41 -ამოერწყევამეთქი ურნიდან, რუსული ციხე თავისით არ გატყდებამეთქი შიგნიდან, გარედან უნდა მცდელობა, რომ შიგნიდან გატყდეს და სქემებზე გვქონდეს წვდომა და ჩავუშალოთ, თორემ პოსტფაქუმ აზრი არ ექნება დიდადმეთქი …
ისედაც ხომ ვნახეთ ამ დღეებში ბევრი მასალა, მაგრამ შაბათის ეთერმა ვისაც სისხლი არ გაგიყინათ, ვინც უკიდეგანოდ შეურაცხყოფილი არ ხართ ამ საუკუნის ძარცვით, ვისაც თქვენი შვილების მომავლის მომპარავებისათვის პასუხის გაცემის თავი არ გაქვთ, არაფერი მინდა თქვენთან მქონდეს საერთო ცხოვრებაში და აქედანაც წამშალეთ!
#მივაწვეთდაგადავჯეგოთ!”

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!