ბაჩიაშვილის ადვოკატი მის შესაძლო მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესაძლო მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს.
ბაჩიაშვილის ადვოკატის ცნობით, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ მისი სიცოცხლისთვის საფრთხე არსებობს და შეშფოთებულნი არიან მისი ფიზიკური უსაფრთხოების გამო.
ბაჩიაშვილის ადვოკატი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს საერთაშორისო დონეზე, უზრუნველყონ მისი კლიენტის დაცვა და გამოიძიონ ვინ დგას ამ სავარაუდო შეთქმულების უკან.
„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მიაღწიოს მიზნებს, მოიშოროს რეჟიმის ყველა შესაძლო პოლიტიკური ოპონენტი და კრიტიკოსი“, – აცხადებს რობერტ ამსტერდამი.
რობერტ ამსტერდამმა ასევე არ გამორიცხა, რომ ბაჩიაშვილის მკვლელობის გეგმა შეიძლება მოდიოდეს „გარე ძალებისგან, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას“.
გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში. როგორც ბიტკოინების, ისე „მტკვარი ჰესის“ საქმეში მომჩივანი ა. ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე 2.5 მილიონ-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, ხოლო მტკვარი ჰესის ბრალზე – 50 000 ლარი. აკრძალვის მიუხედავად, მან ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის მესამე საქმე აღიძრა.
გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, ვინაიდან მან საქართველო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.
რას ედავებიან ბაჩიაშვილს – მოკლედ
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.
მესამე საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ