ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
„კასპიის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პორტი, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამჟამად, წელიწადში, პორტის გადაზიდვის უნარის 15 მლნ-დან 25-მლნ ტონამდე გაზრდის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში სა და ს პორტები შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ძალიან გვიხარია, რომ დღეს შესაბამისი უწყებების მიერ სატრანსპორტო დერეფნის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ეს ყველაფერი კონტინენტთაშორის ტრანზაქციებში აზერბაიჯანისა და საქართველოს როლებს აძლიერებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლებს,“- განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე