“ბარსელონა” ფელიქსის “ატლეტიკოდან” გამოსყიდვას არ გეგმავს

“ბარსელონა” ჟოაო ფელიქსის “ატლეტიკოდან” გამოსყიდვას არ გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” პორტუგალიელის კიდევ ერთი წლით იჯარით დატოვებასა და შემდგომ 20-30 მილიონად გამოსყიდვას ეცდება.
დიდი ალბათობით, “ატლეტიკო” ამ წინადადებას არ დათანხმდება, რადგან 24 წლის შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ფელიქსმა “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 14 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.