ბაკურიანში მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ერთი პირი მოიყოლა

ბაკურიანში მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა.
ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
საგანგებოს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც თბილისიდან უკვე გაფრინდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.
არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”. – ნათქვამია განცხადებაში.