ბაკურიანი 20 წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს თოვლის ფრენბურთში

ისტორიაში პირველად, ბაკურიანი, 1-3 მარტს, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს თოვლის ფრენბურთში.
ტურნირში მონაწილეობას იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები მიიღებენ. პირველობისთვის იბრძოლებენ ქართველი ფრენბურთელებიც. გათამაშება მამაკაცთა და ქალთა შორის ჩატარდება.
ჩემპიონატში საქართველოდან 4 გუნდი იასპარეზებს.
ვაჟები
1.კამკამაძე თორნიკე
2.ნაცვლიშვილი გიორგი
3.ნაცვლიშვილი სანდრო
4.ჭახნაკია მამუკა
1.ბადრიშვილი ნიკოლოზი
2.ბაკურაძე გიორგი
3.ხალილოვი ხასი
4.კურაზიანი გარი
გოგონები
1.დიასამიძე ლიზი
2.ყველაშვილი თიკო
3.ლაითაზე ანა
4.მაჭარაშვილი ნატალი
1.მდინავი ანი
2.კაციტაძე მელანია
3.გელაშვილი ანი
4.ეფრემიძე თეკლე
თოვლის ფრენბურთში სამი მოთამაშისგან შემდგარი ორი გუნდი თოვლის მოედანზე თამაშობს. ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ (CEV) თოვლის ფრენბურთი ოფიციალურ სპორტის სახეობად 2015 წელს დაამატა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?