ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების თაობაზე

-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, სა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა თქვა, რომ ს დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება.
მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო.
პაკეტში შემავალი ერთ-ერთი კანონპროექტი განკუთვნილია ისრაელის დახმარებისა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და ის 26,4 მლრდ დოლარს მოიცავს. მესამე კანონპროექტით გათვალისწინებულია 8,1 მლრდ დოლარის გამოყოფა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ძირითადად მიმართულია რეგიონში, მეტწილად ტაივანის წინააღმდეგ, ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად.
მეოთხე კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების გაზრდა რუსულ აქტივებზე, ახალი სანქციები ირანისთვის, ამასთან, კანონპროექტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრათვიან ვადას უწესებს სოციალური ქსელის, TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პაკეტი 20 აპრილს მიიღო მრავალთვიანი დავის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი