ბაიდენმა კიდევ ერთხელ უთხრა ნეთანიაჰუს, რომ რაფაჰის სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იქნეს

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმართა ს პრემიერ-მინისტრს, ს, რომ მან არ უნდა მიმართოს საომარ მოქმედებებს ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში პალესტინელი მოქალაქეების დაცვის დამაჯერებელი და რეალისტური გეგმის გარეშე, განაცხადა თეთრმა სახლმა.
ბაიდენი ამ კვირაში უკვე მეორედ აფრთხილებს ნეთანიაჰუს ღაზის სექტორის სამხრეთში შესვლის გარშემო თითქმის ერთი მილიონი პალესტინელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გარეშე.
Reuters-ის ცნობით, მათი საუბრის თემა იყო ასევე მოლაპარაკება მძევლების განთავისუფლების შესახებ და ბაიდენი დაჰპირდა ისრაელის პრემიერს, რომ შეუჩერებლად გრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რათა ხელი შეუწყონ მძევლების განთავისუფლებას.
7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის და 240-მდე მძევლის გატაცების შემდეგ, ისრაელის არმია ბრძოლას აწარმოებს ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში, რომელიც სისტემატურად იბომბება. პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს აფარებს ქალაქ რაფაჰს- უკიდურეს სამხრეთში, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დაწყება აქვს დაგეგმილი. ქალაქში იმყოფებიან ჰამასის ნაწილები, რომელთა სრული განადგურება სურს ისრაელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს