ბაიდენმა კანონმდებლები შეხვედრაზე მიიწვია, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის განსახილველად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე – აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, მ დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში.
ბაიდენმა მიიწვია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები, რათა “განხილულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი თხოვნის კრიტიკული მნიშვნელობა” – უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს 16 იანვარს. მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი ხაზს გაუსვამს რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის განხორციელება.
უკრაინისთვის დახმარების სახით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნა კონგრესშია გაჩერებული, იმ ფონზე, როცა კანონმდებლები მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც ამ თანხის გაცემას დაუკავშირებს -ის საზღვრის უსაფრთხოებას. აშშ სექტემბრიდან ვერ ახერხებს შეთანხმებას ახალი დახმარების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში