ბაიდენი დასავლეთს მოუწოდებს, შეინარჩუნოს უკრაინისადმი მხარდაჭერა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე, 18 ოქტომბერს, რეპორტიორებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დასავლეთს მოუწოდა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააგრძელოს. ბერლინში ბაიდენის ერთდღიანი ვიზიტის განმავლობაში, განხილვის მთავარ საკითხებს შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი იყო.
„რადგან უკრაინას მკაცრი ზამთარი ელის, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი გადაწყვეტილება. ვიცი, ფასი მაღალია, მაგრამ არ შეცდეთ, შედარეთ ის იმ სამყაროში ცხოვრების საფასურს, სადაც აგრესია სუფევს, სადაც დიდი სახელმწიფოები თავს ესხმიან და აშინებენ პატარა სახელმწიფოებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს შეუძლიათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
ბაიდენის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, ორკვირანახევრით უსწრებს წინ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც ერთმანეთს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უპირისპირდებიან.
პარასკევსვე, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაირემა, განცხადება გააკეთა, 2017-2021 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ევროპას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „სულ რამდენიმე წლის წინ, დისტანცია იმდენად გაიზარდა, რომ ერთმანეთი ლამის დავკარგეთ“, – თქვა მან ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობაზე. „როდესაც თქვენ არჩეული პრეზიდენტი გახდით, ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი ევროპის იმედი, ზუსტად ერთ ღამეში აღადგინეთ“, – უთხრა შტაინმაირემა ბაიდენს ბერლინში გამართულ ცერემონიაზე, როცა მას გერმანიის დამსახურების უმაღლესი ორდერით აჯილდოვებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან