ბაიდენი ამბობს, რომ ღაზაში ქმედებებით ნეთანიაჰუ ისრაელს აზარალებს

MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში -ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში ს ქმედებებით „ისრაელს უფრო აზარალებს ვიდრე ეხმარება“.
ვრცელ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის უფლების მიმართ განდევნოს „ჰამასი“, თუმცა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ „მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მის ქმედებებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება“.
მისი თქმით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რაზეც ისრაელი დგას“ და მიიჩნევს, რომ „ეს დიდი შეცდომაა“.
ინტერვიუში ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რაფაჰში ისრაელის შეჭრა, სადაც 1.3 მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს თავს მისთვის „წითელი ხაზია“, თუმცა იქვე დასძინა, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს ისრაელისთვის იარაღის, მათ შორის, „რკინის გუმბათის“ ფუნქციონირებისთვის საჭირო ჭურვების მიწოდებას, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას სარაკეტო იერიშებისგან იცავს:
„მე არასდროს მივატოვებ ისრაელს. ისრაელის დაცვა კვლავ კრიტიკულია. ასე რომ, არ არსებობს იმგვარი წითელი ხაზი, რაც შემაწყვეტინებს მათთვის იარაღის მიწოდებას, რომ „რკინის გუმბათი“ აღარ ჰქონდეთ და თავი ვეღარ დაიცვან“ — ამბობს ჯო ბაიდენი.

ასევე დაგაინტერესებთ