ბაიდენის მიმართვა ერისადმი ტრამპის გამარჯვების შემდეგ

პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, როცა განცხადება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგ გამარჯვებასთან დაკავშირებით გააკეთა. ერისადმი მიმართვა ბაიდენმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან გააკეთა.