ბაიდენის თქმით, მისი გზავნილი ირანის მიმართ არის, „არ ქნათ“

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 12 აპრილს, რომ ის ირანისგან ისრაელზე თავდასხმას „უფრო ადრე მოელის ვიდრე გვიან“ და გააფრთხილა თეირანი ასეთი ნაბიჯის გამო.
ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, რის თქმა სურს ირანისთვის, ბაიდენმა უპასუხა: „ნუ იზამთ,“ და დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, რომ ისრაელს დაიცავს.
„ჩვენ ს დაცვის ერთგული ვართ. ჩვენ ისრაელს დავუჭერთ მხარს. ჩვენ შეგვიძლია ისრაელის დაცვა და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა თქვა, რომ ის არ გაამხელს საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით, თავდასხმა შეიძლება მოხდეს „უფრო ადრე, ვიდრე, მოგვიანებით“.
ადრე აშშ-ის თეთრი სახლის პრესმდივანმა, მ განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმისთვის სავარაუდო მზადება რეალური საფრთხეა, მაგრამ დეტალები არ გაუმხელია. კირბის თქმით, აშშ-მა გადახედა თავის ძალებს რეგიონში თეირანისგან მომავალი საფრთხის პირობებში და ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს