ბათუმში, ე.წ. გოროდოკის უბანში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, იგი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.