ბათუმში, სტუდენტებმა გმირთა ხეივანში, 9 აპრილის მემორიალთან ფიცი დადეს, რომ საქართველოსთვის იბრძოლებენ

ბათუმში სტუდენტებმა გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალთან ფიცი დადეს. მათი თქმით, საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოლებენ.
სტუდენტებმა სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
“ბათუმელმა ახალგაზრდებმა ერთხელ ილიას ძეგლთან ფიცი დავდეთ, ახლა 9 აპრილის მემორიალთან ვდებთ.
ვფიცავ, რომ დაუღალავად ვიბრძოლებ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
ვფიცავ, არ დავივიწყებ მათ დაღვრილ წმინდა სისხლს და არ დავუშვებ საქართველოს გარუსებას.
აღვასრულებ თაობების ოცნებას, საქართველომ დაიკავოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში.
ვფიცავ, ვიდგები დემოკრატიის სადარაჯოზე.
ვფიცავ არ დავნებდები საბოლოო გამარჯვებამდე”,- განაცხადეს სტუდენტებმა ფიცის დადებისას.
პროტესტის მონაწილეები ს იუსტიციის სახლთან მივიდნენ და საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ჯანდიერი: ყველას აქვს უფლება გამოთქვამდეს, აღიარებდეს ან მხარს უჭერდეს ამა თუ იმ მოსაზრებას. უბედურება იწყება მაშინ, როდესაც რაიმე იდეა, მსოფლმხედველობა ან რომელიმე იდეოლოგია იწყებს გატოტალურებას